გთავაზობთ 6 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:
"პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, ფრანგის შესაძლო წასვლიდან გამომდინარე, ალტერნატიულ ვარიანტს მაინც ეძებს. საუბარია ბრაზილიელ ლუკას პაკეტაზე. შეგახსენებთ, "სელესაოელი" ლიგა 1-ის ერთ-ერთ გრანდ "ლიონში" გამოდის.
უსმან დემბელეს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 6 თვეში გასდის. ფრანგს ახლა სხვა გუნდებთან მოლაპარაკება შეუძლია. L'Equipe-ის ცნობით, უსმანით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება. ყველაფერს დრო გაარკვევს.
"ბლაუგრანას" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა სურს. ბრაზილიელით ინგლისური "ასტონ ვილა" ინტერესდება. Cope-ის ცნობით, "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა სტივენ
ჯერარდმა ყოფილ "ლივერპულელს" "ვილა პარკზე" გადასვლა პირადად შესთავაზა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით