გთავაზობთ 11 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:
სეზონის შესანიშნავად დაწყებიდან გამომდინარე, არნაუტ დანიუმათი "ლივერპული" და "ნიუკასლი" ინტერესდებიან. "ვილიარეალს" ფეხბურთელის შენარჩუნება სურს (როგორც მინიმუმ, სეზონის ბოლომდე). მოგეხსენებათ, "წყალქვეშა ნავები" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, მსგავსი კალიბრის სპორტსმენის გუნდში ყოფნა კი დიდი ფუფუნებაა; თანაც ესპანური გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ნიდერლანდების მოქალაქეს ზაფხულში გაცილებით ძვირად გაყიდიან.
"რაიო ვალეკანოს" მეკარემ, სტოულ დიმიტრიევსკიმ, "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ამ მომენტში "ბლაუგრანაზე" არ ფიქრობს და ფოკუსირებული საკუთარ გუნდზეა.
"ასტონ ვილა" "ევერტონის" მცველით, ლუკას დინით ინტერესდება. როგორც ჩანს,
"კანფეტები" ფრანგით უკმაყოფილოა და მის გასაშვებადაც ყველაფერს გაიღებს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "არსენალი" მზადაა დუსან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 180 მილიონამდე ევრო გაიღოს. "მეთოფეები" 70 მილიონ ევროს "ფიორენტინას" გადაუხდის, ხოლო ფორვარდს კვირაში 360 000 ევროს ჰპირდება. ყველაფერს დრო გაარკვევს. როგორც შორეული კონტურებიდან ჩანს, სერბი ინგლისში მალევე გადაბარგდება.
The Sun-ის მტკიცებით, "ნიუკასლმა" სვენ ბოტმანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა და სრული კონცენტრაციით ანდალუსიაში მოთამაშე დიეგო კარლოსზე გადაერთო. შეგახსენებთ, "კაჭკაჭების" მდიდარმა მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ კირან ტრიპიერი გაიფორმეს.
მარსელო ბეჩლერის თქმით, "ბარსელონამ" შესაძლოა ოსკარი იყიდოს. შეგახსენებთ, ბრაზილიელი 2017 წელს სათამაშოდ "ჩელსიდან" "შანხაიში" გადავიდა, რის შემდეგაც მისი უეცრად ანთებული ვარსკვლავიც ჩაქრა. ამ მომენტში "ბლაუგრანას" ნიჭიერი ფეხბურთელები მართლაც რომ სჭირდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით