კრიშტიანომ რონალდინიო და რონალდო შეადარა - პორტუგალიელი ბრაზილიაში თამაშს არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა კარიერის დასრულებამდე ბრაზილიაში ითამაშოს.

"ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ბრაზილიის შესახებ უამრავი რამ ვიცი. არავინ ფიქრობს, რომ სამხრეთ ამერიკაში ითამაშოს. ვერავინ იფიქრებდა, რომ "იუნაიტედში" დავბრუნდებოდი და 36 წლის ასაკში აქ ვარ.

ბრაზილიაში თამაში? ვერ გეტყვით, ახლა ამაზე არ ვარ კონცენტრირებული, თუმცა ფეხბურთში ვერ გაიგებ, რა მოხდება. ზოგადად არ მიყვარს შედარება, ამიტომ ასე გეტყვით, რონალდომ ("სელესაოელმა") და რონალდინიომ მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, ისტორია. შემიძლია გითხრათ, რომ მათზე მეტი ინდივიდუალური ტიტული მოვიგე,
თუმცა სამხრეთამერიკელებმა შეძლეს და მსოფლიოს თასი აღმართეს. ლეგენდებს უდიდეს პატივს ვცემ.

პატარაობაში მათ თამაშს ვუყურებდი. ისინი საუკეთესოები იყვნენ. ვერ გამოვყოფ, რომელია საუკეთესო და რომელი მეორე ნომერი. მირჩევნია დავრჩე იმ ფაქტთან, რომ ისინი საფეხბურთო სამყაროს კერპები არიან და ამ დიდებულ სპორტს ლამაზი ისტორია დაუტოვეს" - განაცხადა პორტუგალიელმა.

როგორც ჩანს, ევროპელი ვარსკვლავი კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს და როგორც მისი ნათქვამიდან ვიგებთ, შორეულ კონტურებში შესაძლოა ბრაზილიურ ლიგაშიც ვიხილოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული