ოქრიაშვილი სათამაშოდ შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს

AutoSharing Option
PROTATHLIMA თორნიკე ოქრიაშვილის ჩინეთში შესაძლო გადასვლაზე წერს:

"საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიური "აპოელის" ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის სამსახურით ჩინური "ქანჟოუ" ინტერესდება.

აზიურ გუნდს ტოზა სამბურიჩი წვრთნის. სერბ მწვრთნელს "ჯვაროსნების" ნახევარმცველის ხილვა საკუთარ გუნდში სურს, თუმცა ყველაფერს დრო გაარკვევს. რამდენად მოისურვებს "ოქრი" ჩინეთში გადაბარგებას, ამას თვითონ ფეხბურთელი გადაწყვეტს.

ამ დროისთვის განვმარტავთ, რომ "აპოელს" ჩინური გუნდისგან წინადადება ჯერ არ მიუღია, თუმცა ოფიციალური წერილის შემთხვევაში ნიქოზიური გუნდის ხელმძღვანელობა არსებულ სიტუაციას შეაფასებს და ფეხბურთელს გაასხვისებს" - წერს PROTATHLIMA.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ ის ნიჭი რაც ჰქონდა ვერ გამოიყენა და დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა, აწი არამგონი ნაკრებს სარგებელი მოუტანოს (თუ პირიქით ხელს არ შეუშლის თავისი არასპორტული საქციელით), ასე რომ ჩინეთში კი არა, თუ მაღალ ხელფასს ხელს გამოკრავს, ბურუნდში ითამაშოს. წარმატებები ოქრი
1
მიდიი ძმაო გადადი და იშოვე ფულიი რააზრიაქვს ეხლა ვინმესთვის შენ ჩინეთში იქნები თუ კვიპროსში…
მიდიი ოქრიიი
20:25 19-01-2022
1

სიახლეები პოპულარული