
დიდი ალბათობით, მომდევნო ზაფხულს კილიან მბაპე პსჟ-დან კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.
Bild-ის ცნობით, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ფრანგს უფასოდ გადაიბირებს, ხელფასის სახით კი სეზონში 50 მილიონ ევროს ჰპირდება.
შეგახსენებთ, "სამეფო გუნდი" და "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. მატჩი 16 თებერვალსაა ჩანიშნული.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით