რამდენიმე საათში ობამეიანგი "ბარსას" ფეხბურთელი გახდება! გაბონელი უკვე კატალონიაშია

AutoSharing Option
ორშაბათს, 31 იანვარს, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაში ჩაფრინდა, უახლოეს საათებში კი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. კატალონიურმა გრანდმა შეძლო და მიაგნო ფორმულას, რის შემდეგაც გაბონელი ფორვარდის იჯარის წესით გადაბირება შეძლო, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ დიდი ალბათობით, უსმან დემბელე კლუბს არ დატოვებს.

"ბარსელონა" ფორვარდს ეძებს

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლურჯ-ბროწეულისფერების" წარმომადგენლები "იუვენტუსის" შემტევის, ალვარო მორატას გადმოყვანას ცდილობდნენ. თავდაპირველად "ბიანკონერის" ბოსებს არ სურდათ ესპანელის გაშვება, თუმცა მოგვიანებით "ფიორენტინადან" დუსან ვლაჰოვიჩი გაიფორმეს და ალვაროს საჭიროებაც ნაკლებია.

თუმცა "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს"
მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. მიზეზი მარტივია, "როხიბლანკოს" არ სურს გამოცდილი ფორვარდი იმ გუნდს დაუთმოს, რომელიც მისი ერთ-ერთი კონკურენტია.

ამიტომ, კატალონიურ გიგანტს მოუწია გადართულიყო ობამეიანგზე. ყველაფრისდა მიუხედავად, არის დეტალები, რომლებიც დღესვე უნდა გაფორმდეს და გაბონელი სეზონის ბოლომდე "ბლაუგრანასთვის" შეუტევს.

შეგახსენებთ, ამ სეზონში პიერმა პრემიერლიგაში "მეთოფეების" მაისური 14-ჯერ მოირგო და თავი 4 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ატლეტიკოს ახლა გაახსენდა კონკურენცია? :) ამ ჩემისებს ფული თუ ქონდათ, შეენარჩუნებინათ ბარემ მესი.
ქომაგი
19:09 31-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული