ლუის სუარესს მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვება სურს.
ურუგვაელი ფორვარდი "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობის პოზიციაზეა გაბრაზებული. მოგეხსენებათ, ესპანელებს სამხრეთამერიკელი შემტევისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურთ.
35 წლის სპორტსმენი უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობს, მისით კი "ინტერი", "სევილია" და რამდენიმე ბრაზილიური გუნდია დაინტერესებული. ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ ამსტერდამული "აიაქსის" წარმომადგენლებიც.