მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "ბარსელონაში" გადავა.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, 33 წლის პოლონელი კატალონიურ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
პირადი კონტრაქტის პუნქტების შეთანხმების შემდეგ "ბლაუგრანა" "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას შეხვდება და ბოლო დეტალებს მათთან გაივლის.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკის მიუნხენელებთან არსებული კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით