ლევანდოვსკისთან ყველაფერი შეთანხმებულია... პრობლემა სატრანსფერო ფასია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ჭადრაკის თამაში გრძელდება.

მოთამაშეს გუნდის დატოვება სურს და აგენტი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

თუმცა ტრანსფერს "რეკორდმაისტერის" მიერ მოთხოვნილი თანხა ართულებს. გერმანული გრანდი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რაც "ბლაუგრანას" ფინანსურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.

თუ "ბაიერნი" მისი შემცვლელის პოვნას მოახერხებს, შესაძლოა გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ. საუბარია "შტუტგარდის" ფორვარდ საშა კალაჯიჩზე ან "ბენფიკას" ურუგვაელ თავდამსხმელ დარვინ ნუნიესზე.

სავარაუდოა, რომ მიუნხენელები ამ 2 ფორვარდიდან ერთ-ერთს დაიმატებენ. შორეული კონტურებიდან რეალურად კალაჯიჩის ტრანსფერი სახელდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი სიტყვით ვისი ვიოლინო, ვის როიალშია!
ჟანსუღა
15:27 25-05-2022
0
ლაპორტა, შენი ყველაფერი... მესი გაუშვით და ეს მოგყავთ?
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული