ხავი ლევანდოვსკის შეძენაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი დარწმუნებულია, რომ გუნდი ლევანდოვსკის ტრანსფერს 11 ივლისამდე შეათანხმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი ავრცელებს.

გუნდი წინასასეზონო მომზადებას სწორედ ამ პერიოდში იწყებს. ესპანელმა დამრიგებელმა ჟოან ლაპორტასგან პირობა მიიღო, რომ ტრანსფერი არ გაჭიანურდება.

თუმცა "ბაიერნი" დათმობაზე წასვლას არ აპირებს და პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, "ბარსელონას" ივლისის თვეში ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესი შეუერთდებიან.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
პენსიაზე მიდის ბარსელონაში,ზღვა,სითბო,ერთი ორი წელი გააგორებს ბურთს)))
sandrex
17:33 15-06-2022
0
სასაცილო ამ წუმპეში რა უნდა.
Bavaria
16:41 15-06-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული