სებასტიან ალეს გაყიდვის შემდეგ ამსტერდამის "აიაქსი" ლუის სუარესით ინტერესდება. შეგახსენებთ, ურუგვაელი ფეხბურთელი 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და "როხიბლანკო" დატოვა. ჟურნალისტ ეკრემ კონურის თქმით, სამხრეთამერიკელის ნიდერლანდური ვოიაჟის გამეორება სავსებით შესაძლებელია.
ლუისი "აიაქსის" შემადგენლობაში 2007-11 წლებში გამოდიოდა, 159 შეხვედრა გამართა და თავი 111 გოლითა და 68 ასისტით გამოიჩინა. 2011 წლის იანვარში ფეხბურთელმა კარიერა "ენფილდზე" განაგრძნო, 3.5 წლის შემდეგ "ბლაუგრანას" შეუერთდა, კარიერის ბოლო გაჩერება კი "ატლეტიკო" იყო.
ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ლუისის სამსახურით სამხრეთამერიკული და რამდენიმე ევროპული გუნდი
ინტერესდება.