"ბარსელონას" ნახევარმცველი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მზადაა გუნდი დატოვოს.

Sky sports-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი მზადაა კარიერა პრემიერლიგაში, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. მოთამაშეს ყოფილ დამრიგებელ ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის იდეა მოსწონს.

გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ტრანსფერის ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება. ხავის მოთამაშის გაყიდვა არ სურს, თუმცა რთული ფინანსური სიტუაციის გამო კლუბი მზადაა ფრენკი გაუშვას.

25 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი უსამართლობაა- ვიღაც დე იონგი 80 მილიონი კვარა-8 მილიონი,არადა მიმაჩნია პირიქით უნდა იყოს, მაგათ ეტყობა არ უნახავთ ხვიჩას თამაში საქართველოს პირველობაზე თორემ მანჩესტერს ნაპოლი მოასწრებდა მის წაყვსნას.
კარგით რაააააა
15:20 27-06-2022
19
ბარსა რეალურად გაკოტრებულია,მაგრამ არ აღიარებენ და ძალით აცოცხლებენ.ეს 80 მილიონიც ფაქტიურად არაფერს ნიშნავს,სულ ვალებში წავა.ძალუან ბუნდოვნად ჩანს ამ გუნდის მომავალუ,თუ ვინმე ახალმა შეიხმა არ იყიდა ოსასუნას დონეზე დავა.
Master
15:06 27-06-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული