"ბარსელონას" სამიზნე კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლიდსის" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. "არისტოკრატები" მოთამაშის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რაფინია "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მოთამაშესთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმეს, თუმცა კატალონიურმა კლუბმა "ლიდსის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა გასულ სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაპორტა ანგრევს გუნდს!
თემო
29 ივნისი 2022 12:42
1
ბარსა-ჩელსი: 10-0 ჩელსის სასარგებლოდ! ბარსა დარჩა ჩალა გამოვლებული!
იჰო?
29 ივნისი 2022 12:02
0
ბარსელონას ლევანდოვსკისა და ბერნარდუს ტრანსფერები თუ გამოუვიდა,გარანტიას გაძლევთ რაფინიას ამბავს მარტივად გადაიტანენ :DDD
აბგდ
29 ივნისი 2022 11:51
0

სიახლეები პოპულარული