კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს.
გამომცემლობა AS-ის მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟ მენდეშმა ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობას იჯარის წესით პორტუგალიელის გადაბირება შესთავაზა.
ყველაფერს ერთი რამ აბრკოლებს, კრიშტიანოს მაღალი ხელფასი სურს, რაც "ნაპოლისთვის" თითქმის მიუღწეველია. როგორც ცნობილია, შემტევი წელიწადში 8 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ითამაშებს, რასაც სავარაუდოდ, ნეაპოლელები ვერ გასწვდებიან...
რონალდო ეგოისტია. თან შურიანია და სხვისი წარმატება ძალიან ანერვიულებს.