"მანჩესტერ იუნაიტედს" რაბიო სურს - სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 8 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ავსტრიელი შემტევით, მარკო არნაუტოვიჩით ინტერესდება. Sky Sport Italia-ს ცნობით, "ბოლონია" მის გაშვებას არ აპირებს და "ეშმაკების" პირველი შეთავაზებაც დაბლოკა. არნაუტოვიჩს პრემიერლიგაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს "სტოკის" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე ჯამში 43 გოლი და 33 შედეგიანი გადაცემაა.

კრიშტიანო რონალდო მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი პირს მორგანი ავრცელებს. მისი აზრით, "ბრაიტონთან" განცდილი მარცხი რონალდოს სურვილს გუნდიდან წასვლის შესახებ კიდევ უფრო
გაზრდის. შეგახსენებთ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "თოლიებთან" (1:2) მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანა.

ფაბიან რუიზი სულ მალე პსჟ-ს შეუერთდება. გარიგება დასრულებულია და ესპანელი კრისტოფ გალტიეს გუნდში ითამაშებს. "ნაპოლი" ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოთამაშის დამატება მადრიდის "რეალსაც" სურდა, თუმცა ფლორენტინო პერესი მის უფასოდ დამატებას მომავალ ზაფხულს გეგმავდა. რუიზი "ნაპოლის" 2018 წელს "ბეტისიდან" შეუერთდა.

ერიკ ტენ ჰაგი ნახევარმცველის ძიებაშია. მას შემდეგ, რაც ფრენკი დე იონგმა "იუნაიტედში" თამაშზე საბოლოოდ თქვა უარი, გუნდმა სხვა ფეხბურთელების ძებნა დაიწყო. დევიდ ორნშტეინის ცნობით, რაბიოს ინგლისში ტრანსფერი სავსებით რეალურია. ფრანგ ნახევარმცველს "იუვენტუსთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. რაბიოს გასხვისება ტურინულ გუნდსაც სურს, რადგან ადრიენი დროს ძირითადად სათადარიგო სკამზე ატარებს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 15 მილიონი ევრო სახელდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათადარიგო ფეხბურთელებს 15 მლ.ევროდ ყიდიან და ჩვენი კვარა 10 მლ.ლარად ჩაიგდეს ხელში.ვაი,ბედკრულო საქართველოვ...
გიგა
20:46 19-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული