15 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ, 15 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ერთ დროს "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი მარკ ბარტრა კარიერას "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს. ბოლოს ესპანელი "ბეტისის" ღირსებას იცავდა და "მწვანეების" მაისურს 4 წლის განმავლობაში ირგებდა. ცენტრალურ მცველს "ბეტისის" ოფიციალურმა გვერდმა მადლობა გადაუხადა და ახალ გუნდში წარმატებები უსურვა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ესპანიოლის" თავდამსხმელის რაულ დე ტომასის დამატება სურს. მის სახელს "ასტონ ვილასაც" უკავშირებდნენ, თუმცა ესპანური გამოცემა COPE წერს, რომ "მანკუნიანელებსა" და ფეხბურთელის აგენტს შორის კონტაქტი უკვე შედგა. დე ტომასს კატალონიური გუნდის მაისურით 85 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანელის ანგარიშზე 44 გატანილი
გოლია.

"წითელ ეშმაკები" კრიშტიანო რონალდოს შენარჩუნებას ცდილობენ, CaughtOffside-ს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა, შესაძლოა, კონტრაქტი გაწყვიტოს სიცრუეა და 2022/2023 წლების სეზონში მისი გაყიდვა არ განიხილება. კრიშტიანუს პოზიცია კვლავ არ შეცვლილა, 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლ გუნდს შეუერთდეს, თუმცა მსურველი არ ჩანს...

"უდინეზეს" განაპირა მცველი დესტინ უდოგიე 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. 19 წლის ფეხბურთელი სერია A-ში კიდევ ერთ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, შემდეგ სეზონში კი "დეზებს" შეუერთდება. ფეხბურთელის შეძენა პირადად ანტონიო კონტეს სურდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში უკვე 41 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 5 გოლსა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

კატალონიის "ბარსელონა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გასაყიდად მზადაა და ფასიც დაასახელა, ლაპორტა მზადაა წინადადებას დათანხმდეს, თუ მის სანაცვლოდ "ჩელსი" 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის. ტომას ტუხელს გაბონელი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს, გერმანელს მასთან ერთად "დორტმუნდში" უკვე უმუშავია. თავად ობამეიანგიც ლონდონში დაბრუნების იდეას მიესალმება, თუმცა არც ესპანეთში დარჩენაზე იტყვის უარს. პიერი "ბარსელონას" ლონდონის "არსენალიდან" გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 11 გოლი გაიტანა

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული