ოფიციალურად: ჯოვანი სიმეონე "ნაპოლის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჯოვანი სიმეონე კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

არგენტინელი "ლურჯებში" იჯარის წესით ითამაშებს. 27 წლის მოთამაშეს სერია A-ში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ჯოვანის "ფიორენტინაში", "კალიარისა" და "ვერონაში" უთამაშია. იტალიის ჩემპიონატში ჯამში 215 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 67 გატანილი გოლი და 20 შედეგიანი გადაცემაა. "პარტენოპეი" უახლოეს დღეებში ნდომბელესა და რასპადორის ტრანსფერების დახურვასაც შეეცდება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მეორე ტურში 21 აგვისტოს "მონცას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას უხდიან 2.5 მილიონს წელიწადში კვარას კიდევ ერთს, შეუბერე კვარა გაისად ახალი კონტრაქტი და ერთი 60 მილიონი ეღირები
Soso
18:30 18-08-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული