კრიშტიანოს + 20.3 მილიონი? "იუნაიტედი" "ნაპოლისთან" გაცვლას გეგმავს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ირვინგ ლოზანო გაყიდოს, მექსიკელი ფეხბურთელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერში კრიშტიანო რონალდო კი შეიძლება ჩართონ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისელები პრემიერ ლიგაში საშინელი სტარტის შემდეგ შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, თავის მხრივ კი, "ნაპოლი" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მიიღებს.

წყაროს თანახმად, ბრიტანელებს მექსიკელის საყიდლად მსუყე შეთავაზების გაკეთება მოუწევთ, ნეაპოლური გუნდის თავკაცი ლოზანოს სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

"იუნაიტედს" კონკურენციას "ევერტონი" უწევს, ეს უკანასკნელი სათადარიგო ვარიანტად ელიფ ელმასსაც განიხილავს.

გაცვლა კრიშტიანო რონალდოში?

გუნდებმა შესაძლოა
ფეხბურთელების გაცვლასაც მიმართონ, რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ პორტუგალიელი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნებულიყო.

Sky Sports-ზე დაყრნობით, აურელიოს დე ლაურენტისი ლოზანოს სანაცვლოდ 40.3 მილიონ ევროს ითხოვს, კრიშტიანო კი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, ამიტომაც თუ ვარსკვლავი ნეაპოლს მიაშურებს, "წითელი ეშაკების" ხელმძღვანელობას თანხის დამატება მოუწევს.

ასე და ამგვარად, შესაძლოა მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა "ნაპოლიში" გადავიდეს, იქ კი ხვიჩა კვარაცხელია დახვდება და მაღალი მიზნებისთვის ერთად იბრძოლებენ.

მომზადებული Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
ადრე თუ პოსტერი იყო ( 90% -სთვის)…10%-სთვის კარიკატურა …თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით შეცვალა კარდინალურად სურათი …და არა მარტო სურათი არამედ პროცენტული მაჩვენებლებიც ….))))
მდააა
21:48 19-08-2022
0
სულ რომ.ვერ ათამაშდეს რაც ნაკპრბაფ სავარაუდოა ხვიჩას კუმირია და წარმოიდგინეთ კვარას სიხარული რომელიც მისგან ბევრ რამეს ისწავლის
ემიგრანტი
20:22 19-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული