წარმოგიდგენთ 20 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. მოთამაშის სანაცვლოდ მადრიდის "რეალმა" 60 მილიონი ევრო აიღო, თავად კაზემირო კი ხელფასის სახით კვირაში 350 000 ევროს გამოიმუშავებს. კონტრაქტი 4+1 სისტემით გაფორმდა. გარდა ამისა, The Athetic-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან კიდევ ერთი ბრაზილიელის, ანტონის სანაცვლოდ "აიაქსს" 100 მილიონი ევრო შესთავაზონ. ერიკ ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის დამატება ნებისმიერ ფასად სურს, "მანკუნიანელთა" რიგებში თამაშის იდეა გარემარბსაც ხიბლავს.
ჰაკიმ ზიეჩს "აიაქსში" დაბრუნება სურს.
ჟურნალისტის ეკრემ კონურის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ანტონი გუნდს დატოვებს და "იუნაიტედს" შეუერთდება, ამსტერდამელთა ხელმძღვანელობა მაროკოელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს. ზიეჩი "ჩელსის" 2020 წელს სწორედ "აიაქსიდან" შეუერთდა, თუმცა "არისტოკრატთა" რიგებში დამკვიდრება და საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება ვერ შეძლო. "ლურჯების" რიგებში 46 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.
პსჟ-ს შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობს, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ "ინტერთან" მოლაპარაკებები გამართა, "ნერაძურიმ" პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ შკრინიარი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მის გაყიდვას არ განიხილავენ, სლოვაკის სანაცვლოდ პსჟ-მა 50 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა ზემოთხსენებული მიზეზის გამო წინადადება დაიბლოკა.
"ნიცა" ნიკოლა პეპეს იჯარით დამატებასთან ახლოსაა, დევიდ ორნშტეინის ცნობით, "არსენალსა" და "ნიცას" შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ყველა მხარეს სურს რომ ტრანსფერი შედგეს, "მეთოფეები" მზად არიან ივუარელის ხელფასის ნაწილი თავად დაფარონ, პეპე არსენალს 2019 წელს, სარეკორდო 80 მილიონად შეუერთდა, თუმცა ქომაგთა იმედები ვერ გაამართლა.
ექტორ ბელერინი მზადაა ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას, რათა "ბარსელონას" შეუერთდეს. "ბარსა" განაპირა მცველის დამატებას განიხილავს, თუმცა ამ პოზიციაზე ბელერინი პირველი არჩევანი არაა, კატალონიელები ხუან ფოიტის, ან ტომას მუნიეს შეძენაზე ფიქრობენ. ბელერინი წელიწადში 4 მილიონს გამოიმუშავებს, თუმცა მოთამაშის აგენტმა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშის გამო, მზადაა მინიმალურ ხელფასზე ითამაშოს.
"დორტმუნდი" რონალდოს შესახებ დაინტერესება უარყო და ყველა ჭორი გააქარწყლა, კლუბის დირექტორმა ჰანს იოჰან ვაცკემ Sky Sports-თან ინტერვიუშ განაცხადა: "პორტუგალიელს დიდ პატივს ვცემ, მისი გულშემატკივარი ვარ და არ ვარ წინააღმდეგი "სიგნალ იდუნა პარკზე" ვიხილო, მაგრამ მხარეებს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა". კრიშტიანოს "წითელი ეშმაკების" დატოვება კვლავ სურს, თუმცა მის კანდიდატურას ჯერ-ჯერობით არცერთი ტოპ კლუბი განიხილავს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით