"ლივერპული" ბელინგემის სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

AutoSharing Option
"ლივერპულს" ჯუდ ბელინგემის ყიდვა სურს.

Bild-ის ცნობით, მერსისაიდულ გუნდთან ერთად ინგლისელი ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" მზადაა 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა გერმანული მხარე 150-ს ითხოვს.

Bild-ი თვლის, რომ ბელინგემის ყიდვაში ფავორიტი იურგენ კლოპის გუნდი არაა.

შეგახსენებთ, ჯუდმა ამ სეზონში "დორტმუნდის" მაისური 19-ჯერ მოირგო და თავი 9 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე იუთუბიზე და კვარას ნახევარიც არ არის, ნუ 19 წლის კვარას კიდევ შეიძლება ცოტათი შეადარო, მაგრამ მაინც ის არ არის. რატომღაც ევროპელები ქართველებს არ სწყალობენ, იმედია ხვიჩა ამ მითს დაამსხვრებს და ქართველებსაც თამამად იყიდიან მალე გრანდები
გურჯი
18:36 03-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული