"ლივერპულს" ენცო ფერნანდესის ყიდვა სურს.
პორტუგალიელი ჟურნალისტის, პედრო ალმეიდას ცნობით, მერსისაიდულმა გუნდმა "ბენფიკას" 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "არწივებმა" ინგლისური მხარე უარით გაისტუმრა.
როგორც ცნობილია, "ბენფიკას" ხელმძღვანელობა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველს 120 მილიონ ევროდ გაყიდის, "ლივერპულთან" ერთად ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით