"ბარსელონა" ზაფხულში ოთხი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულში სხვადასხვა პოზიციის არაუმეტეს ოთხი  ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

"AS"-ის ინფორმაციით, კატალონიელები ახალწვეულებისათვის სახელფასო ჭერის გასათავისუფლებლად და  ფინანსების მოსაძიებლად მასობრივ გაყიდვებს არ აპირებენ. კლუბიდან გაშვებაზე საუბარი მიმდინარეობს ერთ მცველზე, ერთ ნახევარმცველსა და ორ შემტევ მოთამაშეზე (იგულისხმება ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან "ბარსელონაში", იჯარით გაშვებულების გამოკლებით).

სავარაუდოა, რომ მცველებიდან ეს არა ხორდი ალბა, არამედ ერიკ გარსია იქნება.

"ბლაუგრანა" მზადაა ანსუ ფატისა და ფერან ტორესის გასაშვებად. პირველ შემთხვევაში ხელმძღვანელობა ვერ თანხმდება, ფატის გაშვებას ბორდის წევრების ნაწილი ნაადრევ ნაბიჯად მიიჩნევს. ტორესის შემთხვევაში კი
მთავარ პრობლემას სატრანსფერო ფასი წარმოადგენს. კლუბს მასში მინიმუმ 35 მილიონი ევროს მიღება უნდა, რათა ტრანსფერი მეტად წამგებიანი არ გამოდგეს.

რაც შეეხება ნახევარმცველს, "ბარსელონა" პაბლო ტორესის იჯარით გაშვებას აპირებს.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ



altერიკ გარსიამ ვინისიუსს მწარედ დასცინა

altმესი "ბარსელონაში" დაბრუნებას სულ უფრო უახლოვდება - პსჟ-ის მისი შენარჩუნება არ სურს

alt"ბარსელონა" ბუსკეტსს კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული