ტეო ერნანდესმა შესაძლოა "მილანი" დატოვოს

AutoSharing Option
იმ შემთხევაში, თუ "მილანი" ვერ მოახერხებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, ტეო ერნანდესმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

25 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში "როსონერისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგაში მასზე დიდი მოთხოვნაა და წამყვან კლუბებს შეუძლიათ იმ თანხის შეთავაზება, რომლის სანაცვლოდაც "მილანელები" ვიცე-კაპიტანს დაემშვიდობებიან. საუბარია მინიმუმ 75-80 მილიონ ევროზე.

Eurosport-სა და Corriere dello sport-ზე დაყრდნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობას ესმის, რომ არსებობს რისკი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვის.

პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა ტეოს შემცვლელად "ემპოლის" 22 წლის მცველს, ფაბიანო პარისის
და "ბენფიკას" 27 წლის ალექს გრიმალდოს განიხილავენ.

რაც შეეხება "როსონერის" სატურნირო მდგომარეობას, "ნაპოლის" 4:0 დამარცხების შემდეგ გუნდი 51 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ


altრატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ" და რით აჯობა ლეოამ კვარაცხელიას? - სპალეტის ჩავარდნა...

altცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]

altტეო ერნანდესის შედევრი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული