"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. La Repubblica-ს ცნობით, ვინაიდან სავარაუდოდ გუნდს ნდომელე, გაეტანო და დემე დატოვებენ, ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაა საჭირო. ამისთვის კი "პარტენოპეის ხელმძღვანელობა ლაზარ სამარძიჩის გადაბირებას გეგმავს.
21 წლის სერბი ფეხბურთელი "უდინეზეში" გამოდის, მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და თავი 5 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ევროს შეადგენს, აწ უკვე ჩემპიონი მხარე კი მზადაა ნახევარმცველს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
ავტორიტეტულ გამოცემაზე დაყრდნობით, გეტყვით, რომ 21 წლის ლაზარი ლუჩანო სპალეტის ძალიან მოსწონს, ამასთან
ერთად მისით პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება, რის გამოც კლუბის მესვეურებს სურთ, რომ ტრანსფერი დააჩქარონ.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით