მადრიდის "ატლეტიკოს" "მილანის" მცველის, ტეო ერნანდესის ყიდვა სურს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, "როხიბლანკო" 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებითაა დაინტერესებული, თუმცა ესპანურ მხარეს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, "როსონერის" ხელმძღვანელობა ტეოს 80 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. შეგახსენებთ, "შავ-წითლებმა" რამდენიმე საათის წინ "ნიუკასლში" სანდრო ტონალიც გაყიდა, რამაც გულშემატკივრების უარყოფითი ემოცია გამოიწვია.
რაც შეეხება ერნანდესის სტატისტიკურ მონაგარს, სერია A-ს დასრულებულ სეზონში ფეხბურთელმა მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო და თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით