"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი" ანდრე ონანას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ნიდერლანდური Telegraaf-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა 27 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურმა მხარემ მეკარესთან პირადი დეტალები შეათანხმა და დიდი ალბათობით, ტრანსფერიც მალე დადასტურდება.
რაც შეეხება ონანას კარიერას, კამერუნელი "ნერაძურის" 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, გასულ სეზონში 41 შეხვედრა ჩაატარა და 19-ში მშრალად შეინახა კარი, გოლი კი 36-ჯერ გაუშვა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით