"მანჩესტერ იუნაიტედი" მეისონ გრინვუდის იჯარით გაშვებას გეგმავს. ინგლისელი ფეხბურთელის სამსახურით ბერგამოს "ატალანტაა" დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფორვარდის ძიებაშია, როგორც Daily Mail-ი წერს, შესაძლოა მეისონი რასმულ ჰოილანდის ტრანსფერში გამოიყენონ.
როგორც ჩანს, 21 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედში" დაბრუნებამდე ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი.
შეგახსენებთ, გრინვუდმა ბოლოს 2022 წლის იანვარში ითამაშა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით