ცნობილია, რომ თითქმის მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფილიპე კოუტინიო "ლივერპულისგან" "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მისი სურვილი არაფრად ჩააგდეს.
როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიაში მიმდინარე სეზონშივე გადასვლის იმედს არ კარგავს. ის არ გამორიცხავს, "ბარსა" ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდეს. იმისათვის, რომ კოუტინიომ ესპანური გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობა მიიღოს, მან ჯგუფურ ეტაპზე არ უნდა ითამაშოს. სავარაუდოდ, სწორედ