რა დაგიჯდებათ ჩემპიონთა ლიგაზე დასწრება ბაქოში?

AutoSharing Option
სულ რაღაც ოთხ დღეში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გაიხსნება. დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანული "ყარაბაღი". მეზობლები სტუმრებს 27 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მიიღებენ. ბაქოს ოლიმპიურ სტადიონს, იტალიური "რომა" ეწვევა. ეს კი შანსია ქართველი ქომაგისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს ძალიან იაფად დაესწრონ.

ორი კვირით ადრე ამ სტატიას იმიტომ ვწერთ, რომ  ყველაფრის ყიდვა და დაგეგმვა მოასწროთ. ბილეთების მსურველი ძალიან ბევრი იქნება და სავარაუდოდ მალევე გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული სტადიონი 70 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

დავიწყოთ მატჩის
ბილეთებით, რომლებიც 5 ნაწილადაა დაყოფილი: მე-5 კატეგორია - 2 მანათი (3 ლარი), მე-4 კატეგორია - 5 მანათი (7.30 ლარი), მე-3 კატეგორია - 10 მანათი (14.60 ლარი), მე-2 კატეგორია - 20 მანათი (29.20 ლარი), პირველი კატეგორია - 50 მანათი (73 ლარი).

Sportall.Ge

რაც შეეხება მგზავრობას: თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პასპორტი, ისე ვერ შეძლებთ საზღვრის გადაკვეთას. სამი სახის ტრანსპორტით შეგიძლიათ ეწვიოთ ბაქოს: ავტობუსით - რომელიც დაახლოებით 70 ლარამდე დაგიჯდებათ ორივე გზა; მატარებელით- 80-დან 150 ლარამდე; თვითმფრინავით - 100-დან 200 დოლარამდე.

სასტუმროების ფასები და კვების ფასი, თითქმის იდენტურია როგორც საქართველოში. თუ თქვენ ქალაქის ცენტრში განთავსდებით და პრესტიჟულ ადგილებში ისადილებთ, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ხოლო თუ არჩევანს სხვა უბნებზე გააკეთებთ, ბევრად იაფად გამოხვალთ და საკმაოდ ნასიამოვნებიც დარჩებით.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხ ესენი ლიგაზე უნდა იყვნენ და დინამო შუქურასთან გოლს ვერ იტანდეს?
0
რომელი საიტიდან შემეძლება ბილეთების ყიდვა? შეგიძლიატ მიუთიოთ?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული