ვალვერდე: დიდ მატჩებში გასამარჯვებლად წვალება გიწევს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის "სპორტინგთან" გაჭირვებით მოგებული თამაში გაარჩია:

"ასეთ დიდ მატჩებში გასამარჯვებლად წვალება გიწევს. პირველ ტაიმში სრულად ვდომინირებდით, თან ვფრთხილობდით, რადგან ვიცოდით როგორი სახიფათო კონტრშეტევები ეხერხება "სპორტინგს".

გაშვებული გოლის მერე ლისაბონელებმა შემოგვიტიეს. ამ დროს კიდევ შეგვეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვით. ამ ტურნირზე ადვილი თამაშები არ არსებობს. რა თქმა უნდა, "სპორტინგს" შეუძლია ჯგუფიდან გასვლა. ეს გუნდი ჯერ კიდევ რჩება ჩვენს ერთ-ერთ კონკურენტად. შემდეგი შეხვედრა "იუვენტუსთან" აქვს. ყველაფერი წინა აქვს".

"სპორტინგის" თავკაცმა ჟოზე ჟეზუშმა კი თქვა,
რომ სიძლიერით მსოფლიოს მეორე გუნდთან ავტოგოლით წააგეს, არადა მოგების ჯეროდა და მთელს საფეხბურთო სამყაროს დაანახეს თავიანთი მაღალი კლასი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინაა მსოფლიოს მეორე გუნდი ???
მიშა63
09:57 28-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული