კონტე: მეორე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშმა იმედი გამიცრუა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "რომასთან" განადგურებული "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ნამატჩევს კომენტარი გააკეთა:

"0:3-ს რომ წააგებ, ე.ი. ვერ ივარგე. თუმცა, ჩემის აზრით, პირველი ტაიმი ურიგოდ არ ჩაგვიტარებია, მომენტებიც შევქმენით. მეორე გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით. მეორე ტაიმით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. მასპინძლებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს.

სამი ბურთის გაშვება სერიოზული პრობლემაა. გამოდის, რაღაც არა გაქვს წესრიგში. ახლა ძნელია მიზეზებზე საუბარი, ამას შემდეგ გავარჩევთ. მიმდინარე სეზონში ტაქტიკას ჯეროვან ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ეს გამოსასწორებელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული