ერნესტო ვალვერდე: ლეო მესის დასვენება გადავწყვიტე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ტურინში "იუვენტუსთან" უგოლოდ დასრულებული მატჩი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასე შეაფასა:

"არა, მესის ტრავმა არ ქონდა. გადავწყვიტე ცოტა მაინც დამესვენებინა. პლუს, ყოველთვის გამოვდივართ იქედან, რომ მის გარეშეც ძლიერები ვართ. მეორე ტაიმში უნდა შემეშვა შეცვლაზე, რათა თამაში გაეხალისებინა და ასეც მოვიქეცი.

ტერ შტეგენს რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო უნდა ქონდეს. დღეს გუნდის გადარჩენა ხშირად არ უწევდა, მაგრამ დიბალას დარტყმული ბურთის მოგერიებამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ბერიცოს და მის გუნდებს ხშირად შევხვედრილვარ, სისტემატურად ვურთიერთობთ, ჩემი ახლობელი ადამიანია. მალე
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული