"შეხვედრა კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ, მაგრამ როდესაც ვარანმა ტრავმა მიიღო, პრობლემები დაგვეწყო. ბოლო ნახევარი საათი ჩინებულად ვითამაშეთ. ვარანის ტრავმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით. ისე, სერიოზული დანაკლისია. რაფაელი იძახის, სერიოზული არაფერი არ მჭირსო. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, შაბათს "სევილიასთან" შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებას, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. მთავარი პლეი-ოფში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ. ახლა პრიმერასა და მსოფლიოს