ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მონაწილე 16 გუნდის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 16-ვე გუნდის ვინაობა, რომელიც მერვედფინალში ითამაშებს, ცნობილია.

ბოლო მერვედფინალისტების ვინაობა 6 დეკემბერს გაირკვა.


მაშ ასე, ესენია:

პირველი ადგილი ჯგუფში: "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგ), პსჟ (საფ), "რომა" (იტა), "ბარსელონა" (ესპ), "ლივერპული" (ინგ), "მანჩესტერ სიტი" (ინგ), ბეშიქთაში (თურ), "ტოტენჰემი" (ინგ).

მეორე ადგილი ჯგუფში: "ბაზელი" (შვე), "ბაიერნი" (გერ), "ჩელსი" (ინგ), "იუვენტუსი" (იტა), "სევილია" (ესპ), "შახტარი" (უკრ), "პორტუ" (პორ), "რეალი" (ესპ).

რაც შეეხება წილისყრას:
  • გუნდები ორ კალათაში არიან განაწილებულნი. პირველ კალათაში ჯგუფის გამარჯვებულები არიან.
  • წყვილში ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის გუნდები ვერ მოხვდებიან.
  • ჯგუფის გამარჯვებულები განთესილები იქნებიან და პირველ მატჩებს სტუმრად 13/14 და 20/21 თებერვალს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს - 6/7 და 13/14 მარტს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 11 დეკემბერს ნიონში, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ბოღმიანობთ ჯიქიაც და ხოჭოლავაც კარგი ფეხბურთელები არიან და კიდევაც გაიზრდებიან.
კოტე
15:16 07-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული