ბოლო მერვედფინალისტების ვინაობა 6 დეკემბერს გაირკვა.
მაშ ასე, ესენია:
პირველი ადგილი ჯგუფში: "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგ), პსჟ (საფ), "რომა" (იტა), "ბარსელონა" (ესპ), "ლივერპული" (ინგ), "მანჩესტერ სიტი" (ინგ), ბეშიქთაში (თურ), "ტოტენჰემი" (ინგ).
მეორე ადგილი ჯგუფში: "ბაზელი" (შვე), "ბაიერნი" (გერ), "ჩელსი" (ინგ), "იუვენტუსი" (იტა), "სევილია" (ესპ), "შახტარი" (უკრ), "პორტუ" (პორ), "რეალი" (ესპ).
რაც შეეხება წილისყრას:
- გუნდები ორ კალათაში არიან განაწილებულნი. პირველ კალათაში ჯგუფის გამარჯვებულები არიან.
- წყვილში ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის გუნდები ვერ მოხვდებიან.
- ჯგუფის გამარჯვებულები განთესილები იქნებიან და პირველ მატჩებს სტუმრად 13/14 და 20/21 თებერვალს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს - 6/7 და 13/14 მარტს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 11 დეკემბერს ნიონში, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.