იურგენ კლოპი: კარგია, რომ პირველი მატჩი პორტუგალიაში გაიმართება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა:

"კარგი გუნდია "პორტუ", ქვეყნის ჩემპიონატზე მოწინავეა, რთული ჯგუფიდან გავიდა. საინტერესო დაპირისპირება გველის. თებერვალში პორტუგალიაში შედარებით თბილა და კარგია, რომ პირველი მატჩი იქ გაიმართება.

მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს. მოწინააღმდეგის თამაშს დავაკვირდებით. იქამდე ბევრი რამ შეიცვლება: წინ სატრანსფერო ფანჯარაა, ფეხბურთელებმა შეიძლება ტრავმები მიიღონ. პირველ შეხვედრამდე 20 მატჩის ჩატარება მოგვიწევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული