"კარგი გუნდია "პორტუ", ქვეყნის ჩემპიონატზე მოწინავეა, რთული ჯგუფიდან გავიდა. საინტერესო დაპირისპირება გველის. თებერვალში პორტუგალიაში შედარებით თბილა და კარგია, რომ პირველი მატჩი იქ გაიმართება.
მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს. მოწინააღმდეგის თამაშს დავაკვირდებით. იქამდე ბევრი რამ შეიცვლება: წინ სატრანსფერო ფანჯარაა, ფეხბურთელებმა შეიძლება ტრავმები მიიღონ. პირველ შეხვედრამდე 20 მატჩის ჩატარება მოგვიწევს".