სამაგიერო თუ შემთხვევითობა? - ნეიმარმა მსაჯს ბურთი სახეში გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ 3:0 დაამარცხა.

მატჩის 69-ე წუთზე კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რამაც გულშემატკივარი ძალიან გაამხიარულა.

სტუმრების შემტევი ნეიმარი პასს აკეთებდა, რა დროსაც მისი დარტყმული ბურთი იტალიელ არბიტრ ჯანლუკა როკის სახეში მოხვდა. ამის გამო შეხვედრა გარკვეული დროით შეჩერდა, სამხრეთამერიკელმა კი მსაჯს ბოდიში მოუხადა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა მე-15 წუთზე როკისგან ყვითელი ბარათი მიიღო. ზოგმა ბრაზილიელის ეს მომენტი სამაგიეროს გადახდის საშუალებად მიიჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შეხედულება უფრო იუმორნარევია, რადგან ნეიმარი მსაჯების მიმართ აგრესიულობით
არასდროს გამოირჩეოდა.

ნეიმარის ამ საქციელს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. გულშემატკივრები წერენ:

"პსჟ-მა 198 მილიონი ფუნტი ნეიმარის გამო ამ თამაშისთვის გადაიხადა. მისი ყველაზე დიდი შედეგი კი ამ შეხვედრაში მსაჯისთვის ბურთის სახეში გარტყმა იყო".

"შემიძლია პსჟ-ის შემდეგ მატჩზე ფსონი განვათავსო, რომ ნეიმარი მსაჯს ბურთს სახეში გაარტყამს".

"ნეიმარს შესანიშნავი დიაგონალური გადაცემა გამოუვიდა არბიტრის თავზე. ვფიქრობ, მას ეს გამოაფხიზლებს", - წერენ სოციალურ ქსელში.

ამ მომენტთან დაკავშირებით ყოფილ ინგლისელ ფეხბურთელ მაიკლ ოუენსაც დაეკითხნენ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტობითაა დაკავებული. ოუენის აზრით, ეს ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო, რომელიც შესაძლოა ყველას მოსვლოდა, მაგრამ ნეიმარი მსაჯს 62-ე წუთზე უნდა გაეძევებინა, როდესაც მისი მხრიდან თავი აშკარად სიმულაციას ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აწი ნეიმარმა გინგამთან აკეთოს ფოკუსები და იტანოს 3-4 ბურთი:) აბა რა ეგონა, ლა ლიგიდან ჭ ლიგაში, რომ გადადიოდა?! თუ მუდმივად არ ითამაშე მაღალი დონის მეტოქეებთან და კლასიკო, ნიცა ვერ გასწავლის რეალის დამარცხებას! მაინც დამარცხებულის კომპლექსიდან ვერ გამოდის პსჟ; კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ფეხბურთში ფული ბევრს წყვიტავს, მაგრამ ყველაფერს, არა!
ბიკენტი
13:44 15-02-2018
1
ახია მაგ მსაჯზე, გერმანელის აფერისტული მოქმედებიდან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი პენალტი დანიშნა, რამაც პსჟ-ს ხასიათი და თამაში გააფუჭა.
saqsani
10:52 15-02-2018
12

სიახლეები პოპულარული