"მთავარი იყო მოგვეგო და გოლი არ გაგვეშვა. რთული შეხვედრა გამოვიდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ეს მეტოქის დამსახურებაა.
შესვენების შემდეგ თამაში გამოვასწორეთ. მათმა მეკარემ 2-3 არარეალური ბურთი მოიგერია. გაშვებული გოლი? მაღალ პრესინგს მივმართავდით, ეს კი დისბალანსს წარმოქმნიდა. არ გაგვიმართლა.
ფრედი ვარჯიშებზე საჯარიმოებზე ბევრს მუშაობდა. ვუთხარი კიდეც ჩემს ასისტენტს, ეხლა გოლი იქნება-მეთქი. ძალიან მამაცი ბიჭია. დღეს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა.
განმეორებით მატჩს უკეთეს ფორმაში შევხვდებით. რთული ამოცანის წინაშე
ფერეირას მატჩის ბოლოს რომ გოლი გაეტანა... შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გაურკვეველია, თუმცა ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ".