პსჟ-ს "რეალთან" მატჩში შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს
AutoSharing Option
მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-ს შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდეს. საუბარი კი გუნდის მცველ მარკინიოსზეა.
23 წლის უკანახაზელმა ბარძაყის ტრავმა "მარსელთან" შეხვედრაში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დროის გამოტოვება მოუწევს მარკინიოსს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა გუნდის ლიდერი ნეიმარი უკვე დაკარგა, რომელიც დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს.