ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი:"რეალმა" პსჟ-ს ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში "რეალმა" პსჟ 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდში პირველი მატჩის 2 ბურთით მოგების და ნეიმარის მიერ მიღებული ტრავმის შემდეგ "რეალი" ძალიან მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდა და მისი კლასის გუნდს არ უნდა გასჭირვებოდა საბოლოო გამარჯვების მოპოვება. ასეც მოხდა.

ბლანკოსი მშვიდად, თავდაჯერებულად თამაშობდა, თავს უნარიანად იცავდა და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. პირველ ტაიმში სერხიო რამოსს და ბენზემას ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

"სამეფო გუნდმა" მეორე ტაიმშიც აუღელვებლად გააგრძელა თამაში და რონალდომ ვასკესის პასით გოლიც გაიტანა. კრიშტიანომ ამ ტურნირზე
ზედიზედ მე-9 მატჩში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ჰოლანდიელი ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.

შემდეგ 66-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ვერატის და გააძევა, 71-ე წუთზე კავანიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე კაზემირომ  მატჩის საბოლოო შედეგი, 1:2 დააფიქსირა. ასე და ამგვარად შეწყდა "პარი სენ ჟერმენის" საშინაო 51-მატჩიანი წაუგებელი სერია.

პსჟ - რეალი 1:2

პარიზი. „პარკ დე პრენსი“ 46 585 მაყურებელი
გაძევება: ვერატი (66)
გოლები: 0:1 რონალდო (51), 1:1 კავანი (71), 1:2 კაზემირო (80)
პსჟ: არეოლა, ტიაგო სილვა, ბერჩინე, დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი, მოტა (პასტორე 59), რაბიო, დი მარია (დრაქსლერი 76), მბაპე (დიარა 85), კავანი
რეალი: ნავასი, ვარანი, მარსელო, კარვახალი, რამოსი, ვასკესი, კოვაჩიჩი (კროოსი 71), კაზემირო, ასენსიო (ისკო 82), ბენზემა (ბეილი 76), რონალდო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეიმარის ყიდვას მსაჯები ეყიდათ არ ჯობდა ლიგასაც მოიგებდნენ და ფულიც დარჩებოდათ
0
ან მბაპეს რომ კითო, რონალდუს აღარ ვაღიარებო, ბავშვია და თავში აუვარდა
უკვე(თუმცა არაფერი აქვს შექმნილ-გაკეთებული), და საერთოდაც:ეს ძალით შეთითხნილი გუნდები მრავალი წელი ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა არ სურთ ეს შეიგნონ. შესაძლოა ბარსამ, რეალმა, ბაიერნმა სადმე დიდი ანგარიშითაც კი წააგონ(თუმცა კი მეეწვება),მაგრამ პ.ს.ჟ.-სა და სიტის დონეს მაინც არ ჩამოცდებიან. მაცოფებს ემერისნაირთა, მბაპესნაირთა და ძმთამათთანაირთა გამონათქვამ-გამოხტომები ამიტომაც მივუძღვენი ეს წერილ-შედევრი(ჰა ჰა ჰა) მატ. უკაცრავად გრძელსიტყვაობისთვის.......
ვასილიჩი
12:37 07-03-2018
0

სიახლეები პოპულარული