სერხიო რამოსი: ზინედინ ზიდანის გეგმამ გაამართლა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ესპანელი უკანახაზელის თქმით, მათ ზინედინ ზიდანის გეგმა პირნათლად შეასრულეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც გუნდმა გასწია. იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ თამაშს, რადგან ჯერ არაფერი მოგვიგია.

როგორ შევაჩერეთ პსჟ? ზინედინ ზიდანის გეგმამ ნამდვილად გაამართლა და ჩვენ იგი შესანიშნავად შევასრულეთ.

ზიზუ არის პიროვნება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. ის ჩვენთან ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობს და იცის, თუ როდის რა კომპონენტშია მოსამატებელი", - აღნიშნა რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული