მასიმილიანო ალეგრი: მშვიდად ველოდით ჩვენს მომენტს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა კომენტარი:

"მშვიდად ველოდით ჩვენს მომენტს. აბსოლუტურად დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა. მეორე ტაიმში ფლანგების გასაძლირებლად შეცვლაზე ასამოა და ლიხტშტაინერი შევუშვი. მიხარია, რომ ამან იმუშავა. ჩემი ბიჭები ქების ღირსი არიან და ვამაყობ მათი მწვრთნელი რომ ვარ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თამაშმა მილანისა და ლივერპულის ფინალი გამახსენა,მაშინ მილანი 3:0 იგებდა და ყოველ წუთს საგოლე მომენტს ჰქმნიდა,მაგრამ ლივერპულმა არსაიდან 8 წუთში ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ გაიმარჯვა კიდეც.ახლა იტალიელებმა რევანში აუღეს.როცა მწვრთნელი აცხადებს მშვიდად ველოდით ჩვენს შანსსო,მისმა მცველებმა პირველივე ტაიმში და მეორე ტაიმის დასაწყისში აიკიდეს გაფრთხილებები და უკვე მიღებული რომ არ ჰქონოდათ მსაჯი აუცილებლად გააფრთხილებდა ორ ეპიზოდში მაინც.ესე იგი ისინი რომ გაეძევებინა,მაშინაც ასე მშვიდად იქნებოდა?ამ ორივე თამაშმა აჩვენა,რომ ტოტენჰემი უფრო ძლიერ გუნდია,მაგრამ იუვენტუსს აქვს შეუდარებლად დიდი გამოცდილება და ხასიათი.სხვათა შორის იგივეს ვიტყოდი რეალ პსჟ-ს შემთხვევაშიც,დიდი გუნდები ასე ერთი ხელის მოსმით არ იქმნება და ფულიც ყველაფერს ვერ წყვეტს.დიდ გუნდს დიდი ტრადიცია ჰქმნის,ტრადიცია კი მენტალიტეტს აყალიბებს,გამარჯვებულის მენტალიტეტს,აი იმას,ჩვენში ბებერი ხარის რქებს რომ ეძახიან.
სოსო
10:15 08-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული