ვოიცეხ შჩესნი ლონდონის "ტოტენჰემს" გაეხუმრა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მეკარე ვოიცეხ შჩესნი, რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, "ტოტენჰემს" გაეხუმრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი თამაშის შემდეგ პოლონელმა კარის დარაჯმა სოციალურ ქსელში დაწერა: "დიდებული გამარჯვება და ზეიმი VS ჩრდილოეთ ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ".

როგორც იცით, "არსენალი", სადაც შჩესნი ასპარეზობდა, სწორედ ჩრდილოეთ ლონდონის გუნდია, "მეთოფეებისა" და "დეზების" ქომაგთა მტრობა კი ყველასთვის ცნობილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული