რომელუ ლუკაკუ: "სევილიამ" ჩვენი რამდენიმე მოთამაშე მოედნიდან გააქრო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გააკეთა.

"ჩვენი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი "სევილიამ" საერთოდ დამალა. ძალიან კარგად დავიწყეთ და თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა ესპანელებმა უცბად გაგვაქრეს.

გვქონდა შანსები, პირველი გოლი ჩვენ გაგვეტანა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, 1/4-ფინალში გასვლა არ დაგვიმსახურებია, რადგან "სევილიამ" გვაჯობა.

ვიცით, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც დღეს ვერ გამოვიყენეთ. ახლა მთელი ყურადღება პრემიერლიგასა და ინგლისის თასზე უნ
და გადავიტანოთ", - აღნიშნა ლუკაკუმ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული