ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ბარსელონამ" "ჩელსი" უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ჩელსი" (3:0) და მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა, რაც რეკორდია.

პირველი მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ "არისტოკრატები" მძიმე ამოცანის წინაშე იდგნენ - სტუმრად კატალონიაში ან უნდა გაემარჯვათ ან 1:1-ზე უფრო დიდი ანგარიშით დაესრულებინათ შეხვედრა ფრედ.

128-ე წამზე ანგარიში მესიმ გახსნა და ეს მისი ყველაზე სწრაფი გოლია კარიერაში, ხოლო მე-20 წუთზე დემბელემ დალაშქრა კურტუას კარი (უსმანმა პირველი გოლი გაიტანა ბარსაში) და სტუმრებს ფაქტიურად საქმე მოუთავა.

მიუხედავად ამისა, ლონდონელები არ დანებდნენ, აქტიურად შეუტიეს, მომენტებიც
ჰქონდათ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ალონსომ საჯარიმოდან ძელს გაარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" დიდი ძალებით შეუტია, 49-ე წუთზე საჯარიმოში პიკესთან კონტაქტისას ალონსო წაიქცა, მაგრამ სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ ჩათვალა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მე-60 წუთზე კი გოლი ისევ მესიმ გაიტანა და ყველაფერი დასრულდა. ეს მისი მე-100 გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე მეტი გოლი მხოლოდ "რეალის" თავდამსხმელ რონალდოს აქვს გატანილი (117).

ტყუილად როდი გაშალეს გულშემატკივრებმა უზარმაზარი ბანერი, რომელზეც ეწერა:"ღმერთო, დაიფარე მეფე".

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა 16 მარტს ნიონში გაიმართება. შეგახსენებთ, მეოთხედფინალში "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "რეალი", "რომა", "სევილია", "ბაიერნი" და "ბარსელონა" გავიდნენ.

ბარსელონა - ჩელსი 3:0
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 97 183 მაყურებელი
გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 დემბელე (20), 3:0 მესი (63)

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, პიკე , ალბა, უმტიტი, ინიესტა (პაულინიო 56), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (გომეში 61), სერხი, მესი, სუარესი, დემბელე (ვიდალი 67)
ჩელსი (4-5-1): კურტუა, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, კრისტენსენი, ფაბრეგასი, ვილიანი, მოზესი (ძაპაკოსტა 67), აზარი (პედრო 82), კანტე, ჟირუ (მორატა 67)
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი იქნებოდა დაგეწერათ, რომ მე- 20 წუთზე დემბელეს მიერ გატანილ გოლში, დიდი წვლილი მიუძღვის "სუპერ-ტოპ"-ს, როგორც კონტემ უწოდა. :)
გიორგი
09:29 15-03-2018
1
დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას,რომ გადაახვიოთ და ახლიდან უყუროთ თამაშს,მაგრამ უყუროთ საღი გონებით.ბარსამ ჩელსის შესთავაზა სწორედ ის თამაში რითაც სწორედ ჩელსი გამოირჩეოდა,როცა "მაგარი"ჩელსი იყო,ოღონდ ბარსას დიდი უპირატესობა ისაა,რომ დღეს საფეხბურთო სამყაროს ყავს ერთი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ის თამაშობს სწორედ ამ გუნდში. პ.ს.რაც შეეხება მსაჯებს,ეს დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის პრობლემაა და ალბათ მალე მთლიანად მსოფლიოში ტექნოლოგიების გამოყენებას წინ ვერაფერი დაუდგება.
sake
12:14 15-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული