ბალაკი ბარსელონა-ჩელსის მსაჯობაზე: ყველაფერი ძველებურადაა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი "ბარსელონა"-"ჩელსის" მატჩის მსაჯობას გამოეხმაურა.

"ყველაფერი ძველებურადაა", - დაწერა ბალაკმა "ტვიტერში".

ბალაკმა გუშინდელი მატჩის ეპიზოდი, როცა პიკესთან კონტაქტის შემდეგ ალონსო "ბარსელონას" საჯარიმოში წაიქცა, მსაჯობის თვალსაზრისით, 2008/09 წლების სეზონის მატჩის ეპიზოდს მიამსგავსა, როცა ტომ ჰენინგმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და "ჩელსის" სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა "ბარსელონას" კარში. მაშინ "ბარსელონა" ფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსა-ჩელსის პირველი თამაში ყველას ავიწყდება, როცა 2 პენალტი არ დაუდო ბარსას და 1-1-ზე გასულ ეტოზე თამაშგარე აწია, პლიუს ბალაკი არ გააგდო, როცა უკვე ყვითელი ჰქონდა და სახეში ხელის ჩარტყმით გააჩერა საჯარიმოში შემავალი ინიესტა, ესენი რო არ მომხდარიყო პირველ თამაშში, სტემფორდ ბრიჯზე ბარსა 2-0 ან 3-0 უპირატესობით ჩავიდოდა.
გავიხსენებ მაურინიოს ინტერთან ბარსას ნახევარფინალს, სადაც 3 მეტრიანი თამაშგარედან გაიტანა ინტერმა ერთი გოლი...
შემდეგ ატლეტიკოსთან ბარსას გამოვარდნა, სადაც 100% პენალტი არ დადო მსაჯმა თამაშის ბოლოს ინიესტაზე.
ყველა გუნდის გულშემატკივარი ყავს ბარსას გამწარებული და როცა ბარსას სასარგებლოდ ცდება, მხოლოდ იმას ხედავენ.
გიორგი
17:34 15-03-2018
5
ჰენინგი არა ჰოკინგი კიდე.. ოვრებეა ეს ვირთხა ეს არაკაცი მართლაც დრო გადის ყველაფერი იცვლება მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება ბარსას სასრგებლოდ აუცილებლად უნდა დაუშვას ჩემპიონთა ლიგაზე ვიმეორებ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯმა შეცდომები...თან ისეთ მომენტში როცა ბარსელონას ყველაზე მეტად ჭირდება.. არ დამიწყოთ ეხლა შურიანი ხარო და დატკბი მესის თამაშითო ვტკბები მაგრამ სიმართლე სიმართლეა მსაჯები ყოველთვის ბარსას ემხრობიან ჩემპიონთა ლიგაზე ვისაც არ უნდა ხვდებოდეს..
effe
15:46 15-03-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული