მასიმილიანო ალეგრი: რონალდო დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ დიბალა გვყავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ერთიანი გუნდი უნდა ვიყოთ. კრიშტიანო რონალდოს გაჩერებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ.

კრიშტიანომ ასაკის მატებასთან ერთად სათამაშო სტილი შეცვალა, თუმცა ის კიდევ უფრო ორიგინალური და დიდებული გახდა.

თუმცა, ჩვენც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მეტოქისთვის პრობლემა შეუქმნიათ. მაგალითად, პაულო დიბალა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება", - აღნიშნა ალეგრიმ.

მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული