სერხიო რამოსი: შესაძლოა, ჩემი დისკვალიფიკაცია უკეთესიცაა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა და განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. აი, რა თქვა მან ამასთან დაკავშირებით:

"დღევანდელი თამაშის შედეგის გათვალისწინებით, შესაძლოა ჩემი დისკვალიფიკაცია უკეთესიცაა. ყველაფერი არც ისე ცუდადაა!

ჩემის აზრით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყვითელი ბარათი ჩემზე უხეშობის გამო მომცეს. ჯერ არაფერი არ გადაგვიწყვიტავს. მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ახლა დაწყებული საქმე უნდა დავასრულოთ.

რონალდოს მეორე გოლი "გოლასოა". მან გულშემატკივართა აღიარება დაიმსახურა, უკვე ამდენი ხანია მათი აპლოდისმენტების აკომპანიმენტის თანხლებით თამაშობს. იმედია, ასევე ჩაატარებს
მთელ სეზონს. დღეს ყველაფერი იდეალური გახლდათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული