რომელი გოლი ჯობდა? - პიტერ კრაუჩი კრიშტიანო რონალდოს შეედარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სტოკის" ფორვარდი პიტერ კრაუჩი კრიშტიანო რონალდოს მიერ მაკრატელათი გატანილ გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ეს მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანს შეუძლია", - დაწერა კრაუჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2006/07 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ინგლისელმა მაკრატელა გოლი "გალათასარაის" გაუტანა.

რომელი გოლი ჯობს თქვენთვის?

▶ მაკრატელათი გოლის გატანისას რონალდომ დარტყმა 238 სანტიმეტრის სიმაღლეზე შეასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ორივე კარგი იყო და თუ შედარებაა ვან ბასტენის მაკრატელებიც გაიხსენეთ და რომელი აჯობებს ნახავთ.გენიოსი თავდამსხმელი იყო, არაფრისგან შედევრებს ქმნიდა.უფროსებს ეხსომებათ და ახალგაზრდებს ვურვჩევ youtube.com ზე ნახონ რა საოცარი გოლები აქვს გატანილი და ნახავენ რომელი უკეთესი იყო...
gg
05 აპრილი 2018 13:02
0
ისე მაგარი სათაურია რა. "კრაუჩი რონალდუს შედარა". ეგ რო კრაუჩმა გაკეთა სად იყო მაშინ რონალდუ? კი გასაგებია, ოქროს ბურთი არ მოუგია კრაუჩს და რაც გაკეთა,მისი სიმაღლის ფეხბურთელისგან გასაკვირი იყო იმ დროს. სათაური უფრო კარგი იქნებოდა სხვა რამე და თუ მაინც შედარა უნდა დაგეწერათ, პირიქით არ ჯობდა? მაგ. თქვენ გაკეთეთ რაღაც და თქვენს მერე მე გავაკეთე იგივე. ვინ ვის შედარა ამით, მე თქვენ თუ თქვენ მე. პირველი არხის კომენტატორები არაობიექტურები და ამას ემატება სხვადასხვა საიტებზე არაობიექტურობა. არ ჯობია გავითარდეთ და ერთი ეტაპით მაღლა ავიწიოთ? თუ ძვ. წელთაღრიცხვით არ ცხოვრობთ ეს არაობექტურობაა(არ გეწყინოთ)
kashialegend
04 აპრილი 2018 17:06
2
მართალია, ზოგი ჩამოწოდებულ ბურთს თავით რომ ვერ შეწვდებოდა, ჯეჯელავა ისეთ ბურთს მაკრატელას ურტყავდა და იტანდა კიდეც.
კ ო მ ბ ლ ე
04 აპრილი 2018 16:19
0
ამბობენ რომ რონალდომ ბურთი 238 სმ.სიმაღლიდან დაარტყა და ეს მართლა ფანტასტიკაა,თუმცა არსებობს ფოტოსურათი,სადაც ძველი თბილისის დინამოს ვარსკვლავი,გაიოზ ჯეჯელავა მაკრატელათი ურტყამს უშუალოდ ზედა ძელზე დაკიდებულ ბურთს.შეგახსენებთ,რომ საფეხბურთო კარის სიმაღლე 244სმ-ა,ხოლო გაიოზ ჯეჯელავა ტანდაბალი ფეხბურთელი იყო,ასე 165 სმ.სიმაღლით.მამაჩემი 93 წლისაა და ახლა წავუკითხე რონალდოს მაკრატელას სიმაღლეზე ინფორმაცია,მან კი პირდაპირ ჯეჯელავას მაკრატელა გაიხსენა,კუთხურიდან ჩამოწოდებულზე აფრინდა და გაიტანაო,ბურთი იმ სიმაღლეზე იყო,ხელ აწეული კაცი ვერ მისწვდებოდაო.თუმცა რა სურათიც მე ვახსენე,თამაშის დროს არაა გადაღებული,არამედ ნიძლავზე დაუკიდეს ძელზე ბურთი და ის უნდა ჩამოეღო.ჰოდა ჩამოიღო კიდეც.ყოველ შემთხვევაში ასე ეწერა გაზეთ ლელოში.
სოსო
04 აპრილი 2018 11:18
2
რისი თქმაც მინდოდა,ზუსტად ის ვთქვი და არაფერი მეტი.ჯეჯელავას კუსთან შედარება კი იმას ნიშნავს,რომ მასზე არაფერი იცი.მას შეეძლო ერთ კვადრატულ მეტრში სამი კაცის მოტყუება და ამას დაბალი კლასის ფეხბურთელი სისტემატურად ვერასოდეს გააკეთებს,თანაც ის ქართველი იყო და ეს ინფორმაცია სწორედ იმისათვის დავდე,რომ ვინც არ იცის,იცოდეს.
სოსო
04 აპრილი 2018 21:07
0
რა გინდ ამით რო თქვა ვერ დაასრულე ბოლომდე?/ ვერაფერი გავიგე სად გაიოზი და სად რონალდო .. კუმ ფეხი გამოყოო ეგეთია რა..ვის ვის ადარებ ცოტა მაინც გაიაზრეთ რა
reali
04 აპრილი 2018 13:04
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული